|
დავით გურამიშვილის დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილი 2 გრივნის ნომინლის ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა
5
ნომინალი: 2 გრივნა წონა: 12.8 გრ შემადგენლობა: ნოიზილბერი(სპილენძი–ნიკელი–თუთია) დიამეტრი: 31მმ ხარისხი: სპეციალური მიმოუქცევი რაოდენობა:1000 ცალი გამოშვების წელი: 2005 მონეტის დიზაინერები: ვლადიმირ ტარანი, ალექსანდრე ხარუკი, სერგი ხარუკი და ვლადიმირ ატამანჩუკი
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: გამოსახულია ქართული და უკრაინული ორნამენტები, როგორც სიმბოლო ორი ერის მეგობრობისა. მონეტის ზედა მხარეს მოთავსებულია წარწერა უკაინულ ენაზე "უკრაინა", მონეტის გამოშვების წელი "2005" რომლის შუა ნაწილში გამოსახულია უკრაინის ეროვნული გერბი. მონეტის ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "2" და "გრივნა".
რევერსი: მონეტის ცენტრში გამოსახულია ქართველი მწერლის დავით გურამიშვილის პორტრეტის სკულპტურული გამოსახულება, რომლის უკან ფონად მოჩანს ქართული ტაძრის კონტურული გამოსახულება. მწერლის პორტრეტის გარშემო მოთავსებულია წარწერები დავით გურამიშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე და მწერლის დაბადების და გარდაცვალების წლები (1705–1792).