|
1993 წლის ემისიის 10 თეთრის ნომინალის მონეტა
0.14
ათი თეთრი მოჭრის თარიღი – 1993 წელი. წონა: 3 გრ. დიამეტრი: 22 მმ. სისქე: 1,27 მმ. შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი
მონეტების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტაზე გამოსახულია ლომზე ამხედრებული წმ. მამაი გელათის მონასტრის XI საუკუნის მოოქროვილი ვერცხლის ტონდოდან. ფიგურის მარჯვენა მონაკვეთში გამოსახულია ციფრი „10", ხოლო ქვემოთ წარწერა – „თეთრი". კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.
რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".