|
1993 წლის ემისიის 20 თეთრის ნომინალის მონეტა
0.25
ოცი თეთრი მოჭრის თარიღი – 1993 წელი. წონა: 5 გრ. დიამეტრი: 25 მმ. სისქე: 1,62 მმ. შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.
მონეტების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტაზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ფიროსმანის სურათის დეტალი – ხარ–ირემი, რომლის მარცხნივ გამოსახულია ციფრი „20“, ხოლო ქვეშ წარწერა – „თეთრი“. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.
რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქარტულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა“, „REPUBLIC OF GEORGIA“.