|
1993 წლის ემისიის 5 თეთრის ნომინალის მონეტა
0.09
ხუთი თეთრი მოჭრის თარიღი – 1993 წელი. წონა: 2,5 გრ. დიამეტრი: 20 მმ. სისქე: 1,32 მმ. შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.
მონეტების შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ–ის III ათასწლეულის ყორღანიდან. მის ქვეშ გამოსახულია ციფრი „5" და წარწერა – „თეთრი". მონეტას კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.
რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა", „REPUBLIC OF GEORGIA".