|
2 ლარის ნომინალის ნოიზილბერის საკოლექციო მონეტა
4.65
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის "დინამოს" გამარჯვების 25 წლის აღსანიშნავად 2006 წლის 13 მაისს გამოუშვა 2 ლარის ნომინალის ნეიზილბერის(სპილენ–ნიკელ–თუთიის შენადნობი) საკოლექციო მონეტა.
ნომინალი: 2 ლარი წონა: 12.8 გრამი შემადგენლობა: ნეიზილბერი(გერმანული ვერცხლი) სპილენძ–ნიკელი–თუთია. დიამეტრი: 31 მმ ხარისხი: სპეციალური მიმოუქცევი რაოდენობა: 10000 ცალი გამოშვების წელი: 2006 მონეტის დიზაინერი: საქართველოს ეროვნული ბანკი, ვიქტორია ქუთათელაძე
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის ცენტრში თასების თასის გრაფიკული გამოსახულებაა, მის ზემოთ ქართულ–ინგლისური წარწერა "საქართველო" და "GEORGIA", თასის გარშემო, მონეტის კიდესთან დეკორატიული ნახევრადრკალისებური ფორმის ორნამენტია, წაწვეტებულიბოლოებით. მონეტის მარჯვენა ქვედა მხარეს აღნიშნულია გამარჯვების წელი "1981" და წარწერა "წელი", ხოლო მარცხენა ქვედა მხარეს წარწერა "ლარი", ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "2" და ინგლისურენოვანი წარწერა "LARI". მონეტის ქვედა კიდეში მითითებულია მონეტის გამოშვების წელი "2006". ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "2" და ასევე გამარჯვების წლის "1981–ის" პირველი ციფრი "1" უფრო დიდი ზომისაა და აღნიშნავენ ასევე თამაშის ანგარიშს–ორით ერთს(2–1)
რევერსი: მონეტის მარცხნივ და მარჯვნივ ორი ფეხბურთელის ფიგურაა მოძრაობაში. ქვედა მხარეს, ფიგურებს შორის, ბურთის გამოსახულებაა, ხოლო მის ქვემოთ საიუბილეო თარიღის არმნიშვნელი ციფრი "25" და ქართულ–ინგლისური წარწერა "წელი", "YEARS". მონეტის თითქმის მთელ ზედაპირს ფარავს თასის დეკორატიული გამოსახულება, რომლის ზედაპირზე ორენოვანი წარწერა იკვეთება –"დინამო თბილისი ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი" და DINAMO TBILISI UEFA CUP WINNERS' CUP WINNER", ასევე ნახევრადრკალისებური ფორმის დეკორი ყოფს მონეტის ზედაპირს ორ ნაწილად და უქმნის ფონს დეკორს და ფეხბურთელების გამოსახულებებს. მონეტის გლუვ წიბოზე დატანილია წარწერა ქართულ–ინგლისური წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი" და "NATIONAL BANK OF GEORGIA" და მათ შორის გამოსახულია ვარსკვლავები. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.