|
აბრეშუმის გზის ამსახველი მონეტების კომპლექტი ხავერდის ყუთით
250
"დიდი აბრეშუმის გზის" სახელიტ ცნობილი სატრანსპორტო მაგისტრალი ქალაქ სინძიანში იწყებოდა და შემდეგ შუა აზიაში ქალაქ აშყარიდან ერთი შტო სამხრეთით მიემართებოდა ხმელთაშუა ზღვისკენ, ხოლო მეორე ჩრდილოეთით–კასპიის ზღვაზე და იქიდან ამიერკავკასიის ქვეყნებზე გავლით–მდინარეების მტკვრისა და რიონის გაყოლებით აღწევდა შავ ზღვამდე ქალაქ ფაზისთან(დღევანდელ ფოთთან), საიდანაც ზღვით უკავშირდებოდა დასავლურ სამყაროს. ამ გზით ევროპის ქვეყნებში ჩინური აბრეშუმი პირველად ძვ.წ.აღ. II საუკუნეში შევიდა და ამიერიდან ამ გზას "დიდი აბრეშუმის გზა" ეწოდება, რასაც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის მონეტები.
წარმოდგენილი სუვენირები ფრაგმენტულად ასახავს ფასდაუდებელი საგანძურის ნიმუშებს, რომელიც გარკვეულწილად წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან როლს "დიდი აბრეშუმის გზის" ისტორიაში.
კომპლექტის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
დიდრაქმა. I ტიპი. ვერცხლი. კოლხური. ძვ.წ.აღ. V ს. წონა: 9,39 გრ; ზომა: 18/21 მმ.
AV: გამოსახულია ჰერმაფროდიტი ლომი.
RV: გამოსახულია ჩაჭდეულ სწორკუთხედში მუხლმოდრეკილი ხარისთავიანი ადამიანის ფიგურა.
სპილენძი. თამარი(1184–1210) 1187წ. წონა: 14,97 გრ; ზომა: 23/41 მმ.
AV: გამოსახულია თამარის ხელრთვა: "თამარ" და ქართული ზედწერილი: "სახელითა ღთისაითა იქნა ჭედაი ვერცხლისი ამის ქორონიკონსა 407"(1187წ)
RV: არაბული ზედწერილი: "დედოფალი დიდებული, მშვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარ ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი. განადიდოს ღმერთმან ძლევანი მისნი, განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი".
სტატერი. ოქროს. კოლხეთის მეფე აკე, ძვ.წ.აღ. II ს. წონა 8.45 გრ. ზომა 17/18 მმ.
AV: გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის პროფილი ამონის რქით.
RV: გამოსახულია ტახტზე მჯდომი ათენა და სამთითა. ბერძნული ზედწერილი: "მეფე აკისა".
ასპრი. ვერცხლი. ტრაპიზონის კეისარი იოანე I კომნენოსი 91235–1238) წონა:2.39 გრ, ზომა: 21მმ.
AV: გამოსახულია წმ.ევგენი ჯვრითა და ლაბარუმით. ბერძნული ზედწერილი: "წმინდა ევგენიოსი".
RV: გამოსახულია კეისარი სკიპტრითა და სფეროთი და სოლომონის ბეჭედი. ბერძნული ზედწერილი: "იოანე კომნენი".