|
"ფარნავაზ I" საკოლექციო დანიშნულების ოქროს მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
1470
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Au900 წონა: 8.5 გრ დიამეტრი: 25 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი გამოშვების წელი: 2023 მოჭრის რაოდენობა: 700 ცალი დიზაინერი: მარიამ რუსიშვილი (ავერსი), გიორგი (გენადი) გეგელია (რევერსი) ზარაფხანა: პოლონეთის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ფარნავაზ პირველის გამოსახულება გრაგნილით (ვერცხლის მონეტაზე ეს დეტალი მოოქროვილია) ხელში და მეფის სახელწოდების აღმნიშვნელი ასომთავრული წარწერით, რომელიც აღებულია მოქანდაკე ჯემალ თუშურაშვილის მიერ შექმნილი ბარელიეფიდან. ავერსზე, ასევე, დატანილია წარწერა „ფარნავაზ I“, მისი მეფობის ეპოქა „ძვ.წ. IV-IIIსს“ და ნაწყვეტი „ქართლის ცხოვრებიდან“ ფარნავაზ პირველის შესახებ: „ამან შექმნა მწიგნობრობაჲ ქართული“, რომელთა შორის გამოსახულია ქართული ხელნაწერის ორნამენტის ფრაგმენტი.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარნავაზ პირველის ანბანის გამოსახულებით შექმნილი გვირგვინი. რევერსზე დატანილია ნომინალი „5 ლარი“, ხოლო წრიულად - წარწერები: „საქართველო“, „GEORGIA”, „2023“.