|
500 ლარის ნომინალის ოქროს საკოლექციო მონეტა
1632.73
ნომინალი: 500 ლარი წონა: 17 გრამი შემადგენლობა: AU 920 დიამეტრი: 31 მმ ხარისხი: ფრუფი გამოშვებულია: 2000 ცალი გამოშვების წელი: 1995 მონეტის დიზაინერი: საქართველოს სახალხო მხატვარი ნოდარ მალაზონია
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
500 ლარიანი ოქროს საკოლექციო მონეტა საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით 1995 წელს საფრანგეთში, პარიზის ზარაფხანაში მოიჭრა. მონეტა მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და ფაშიზმზე გამარჯვების 50 წლისთავს.
ავერსი: მონეტის ავერსზე ზედა ნაწილში გამოსახულია ბორჯღალი და დამზადების წელი–1995. ცენტრში ამოტვიფრულია რიცხვი 500, რომლის ქვემოთ იკითხება წარწერა "ლარი"–"LARI", ხოლო პერიმეტრზე(ქვედა ნაწილში) – წარწერა "საქართველოს რესპუბლიკა" – "REPUBLIC OF GEORGIA".
რევერსი: მონეტის რევერსზე მოცემულია ანტიფაშისტური კოალიციის სახელმწიფოთა მეთაურების სტალინის, რუზველტის, ჩერჩილისა და დე გოლის ბარელიეფური გამოსახულებები, რომლის ქვემოთ ამოტვიფრულია მეორე მსოფლიო ომის დამთავრების წელი 1945, ხოლო პერიმეტრზე(ქვედა ნაწილში) მათი გვარები "STALINE-ROOSEVELT-CHURCHILL-DE GAULLE". მონეტის წიბოზე გამოსახულია გამოშვებული მონეტის რაოდენობა, შესაბამისად დანომრილი 0001/2000 დან 2000/2000 მდე.