|
2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი 1ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა ხის ყუთით
115.83
ნომინალი: 1 ლარი წონა: 28.28 გრ. შემადგენლობა: Ag 925 დიამეტრი: 38.61მმ ხარისხი: ფრუფი რაოდენობა: 40 ცალი გამოშვების წელი: 2004
მონეტის რევერსის დიზაინის ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკი, ვიქტორია ქუთათელაძე. მონეტის რევერსის დიზაინის ავტორი: რობერტ კოტოვიჩი.
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის ავერსის ცენტრში საქართველოს ტერიტორიის რუკის კონტურისა და მასზე გაშლილი ხუთჯვრიანი დროშის გამოსახულებებია დატანილი. გამოსახულებებს ფონს უქმნის ნახევრადრკალისებრი ფორმის დეკორი წაწვეტებული ბოლოებით. მონეტის ზედა ცენტრალურ ნაწილში დატანილია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი 1 და ქართულ–ინგლისური წარწერა "ლარი" და "LARI". მონეტის ქვედა ნაწილში მითითებულია გამოშვების წელი და ასევე ქართულ–ინგლისური წარწერა–"საქართველო" და "GEORGIA".
რევერსი: მონეტის რევერსის დიზაინი შემუშავებულია ფიფას მიერ. ცენტრში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თასის გამოსახულებაა, რომლის ორივე მხარეს ფეხბურთელების ფიგურებია. მონეტის ზედა მხარეს მოთავსებულია ინგლისურენოვანი წარწერა "2006 FIFA WORLD CUP GERMANY", რომელიც არნიშნავს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წელსა და ქვეყანას. მონეტის წიბოზე დატანილია წარწერა ქარტულ და ინგლისურ ენებზე– "საქართველოს ეროვნული ბანკი" და "NATIONAL BANK OF GEORGIA",მათ შორის გამოსახულია ვარსკვლავები. მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში.