|
2008 წლის პეკინის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა
63.58
ნომინალი: 20 ლარი წონა: 28.28 გრ. შემადგენლობა: Ag 925 დიამეტრი: 38.61მმ ხარისხი: ფრუფი რაოდენობა: 1500 ცალი გამოშვების წელი: 2008 მონეტის დიზაინერი: მამუკა გონგაძე
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის ცენტრში გამოსახულია კომპოზიცია, რომელიც შედგენილი არის ცეცხლის(ოლიმპიური) ალის კონტურული ნახაზით, როგორც ძველი ოლიმპიური მოძრაობის სიმბოლო და ძველი ბერძნული გრაფიკული გამოსახულებით–ორი მორბენალი სპორტსმენი. მონეტის ზედა ნაწილში რკალის გასწვრივ განთავსებულია წარწერა "საქართველო". ავერსზე ასევე ამოტვიფრულია საქართველოს სახელმწიფო გერბი და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ემბლემა. განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "20" და შესაბამისი წარწერა "ლარი". მონეტის ქვედა რკალს გასდევს ოლიმპიური მოძრაობის დევიზი ლათინურ ენაზე: "Citius, Altius, Fortius."
რევერსი: მონეტის რევერსზე გამოსახულია ცეცხლის(ოლიმპიური) ალი და პეკინის ახალი უნიკალური ოლიმპიური სტადიონის კოლაჟი, მონეტის ზედა ნაწილში განთავსებულია ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის დასახელება: "პეკინი", ხოლო ქვედა ნაწილში მოთავსებულია მონეტის გამოშვების წელი. მონეტა მოიჭრა ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში.