|
ილორის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა
55.76
ნომინალი: 10 ლარი
წონა: 28.28 გრ.
შემადგენლობა: Ag 925
დიამეტრი: 38.61 მმ
ხარისხი: ფრუფი
რაოდენობა: 1500 ცალი
გამოშვების წელი: 2009
მონეტის დიზაინერები: თემურ აფხაძე და მამუკა გონგაძე
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: დიზაინის კომპოზიციას წარმოადგენს იტალიელი ბერის ქრისტოფორო დონ კასტელის მიერ XVII საუკუნეში გაკეთებული ჩანახატები–ილორის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, სოფელი ილორი, მხედრები. კომპოზიციას ფონად გასდევს კავკასიონის ქედი. მონეტის ავერსის დაბალ მარჯვენა ნაწილში განთავსებულია წარწერა "საქართველო" და გამოშვების წელი წელი "2009".
რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დღევანდელი სახით, ხოლო მის ქვედა ცენტრალურ ნაწილში კი ეკლესიის აშენების თარიღი რომაული ციფრით "XI-ს". მონეტის წრის მარცხენა ნაწილში მოთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "10" და წარწერა "ლარი", ხოლო წრის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს გერბი და წარწერა "ილორი". მონეტა მოჭრილია ფინეთის ზარაფხანაში.