|
ლარის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 20 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტა
95
ნომინალი: 20 ლარი შემადგენლობა: ვერცხლი 925 წონა გრამებში: 28.28 გრ. დიამეტრი: 38.61 მმ მონეტის წიბო: გლუვი ხარისხი: ფრუფი მოჭრის რაოდენობა: 1500 გამოშვების წელი: 2015
მონეტის დიზაინის ავტორია ბაჩა მალაზონია
მონეტა მოიჭრა პოლონეთის ზარაფხანაში (Mennica Polska)
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მზე, რომელიც სიმბოლურად გამოსახავს მარადიულობას და სიცოცხლეს, ხოლო მზის სხივების მეწამული ფერი ეხმიანება ეროვნულ სიმბოლიკას და ასევე არის ძალაუფლების, სიძლიერის და სიმამაცის ფერი. მონეტის ცენტრში გამოსახულია ახლად დამკვიდრებული ლარის გრაფიკული ნიშანი, რომელსაც წრიულად გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი", ასევე ლარის შემოღებიდან დღემდე პერიოდის აღმნიშვნელი თარიღები – ლარი 20 წელს ითვლის.
რევერსი: მონეტის ცენტრალურ ნაწილში, განთავსებულია საკასო ცენტრის შენობა, რომელიც არის თანამედროვე არქიტექტურის ნიმუში და წარმოადგენს ეროვნული ვალუტის – ლარის შენახვის და უსაფრთხოების სიმბოლოს, ხოლო მის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნომინალის აღმნიშვნელი რიცხვი "20" და წარწერა "ლარი" ქართულ ენაზე. მონეტის ზედა ნაწილში, ასევე დატანილია ინგლისურ ენაზე წარწერა "National bank of Georgia".