|
პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტა
90
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag925 წონა: 15.5გრ დიამეტრი: 33X27 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი გამოშვების წელი: 2019 წელი მონეტის დიზაინის ავტორი: ნიტა გონგაძე ზარაფხანა: პოლონეთის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
1919 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავის აღსანიშნავად, მიმოქცევაში გამოვიდა პირველი ქართული ეროვნული საფოსტო მარკა 10 კაპეიკის ნომინალით.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1919 წელს გამოცემული 10 კაპეიკის ნომინალის პირველი ქართული საფოსტო მარკა და ასევე, ამავე სერიის დანარჩენი ოთხი ნომინალის (40კ; 50კ; 60კ; 70კ) მარკის ფრაგმენტი, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ინკრუსტირებული კიდეებით.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დალუქული კონვერტი, როგორც გზავნილი საქართველოდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ასევე, წერტილებით სტილიზებული მსოფლიო რუქა. კონვერტის ლუქის ბეჭედზე გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად „5₾“. მონეტაზე დატანილია,ასევე, წარწერები „საქართველო“, „Georgia“;„1919 – 2019“, „5 ლარი“.