|
დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ვერცხლის საკოლექციო მონეტა
100
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag925 წონა: 15.5 გრ დიამეტრი: 33 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი გამოშვების წელი: 2021 მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი დიზაინერი: ონუკი ნაოჰიკო იაპონიის ზარაფხანის სახელით ზარაფხანა: სლოვაკეთის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
მონეტის ავერსის ცენტრალურ ნაწილში დატანილია ზეთისხილის რტო, რომლის მარცხენა მხარეს წარმოდგენილია დედამიწის გამოსახულება, ხოლო მარჯვენა მხარე ასახავს კლიმატური ცვლილებების თანმდევ მოვლენებს, როგორებიცაა გვალვა, ხანძარი, ქარიშხალი და წყალდიდობა. რკალში დატანილია წარწერები „დედამიწის დღე“, „5ლ“ „Thank”, „Think”. გამოსახულებათა და წარწერათა ერთობლიობა მონეტის ავერსზე თვალნათლივ გადმოსცემს, რომ გვმართებს ვიყოთ მადლიერნი ყოველივე იმისთვის, რასაც ჩვენი პლანეტა გვაძლევს და დავფიქრდეთ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატური ცვლილებების პრევენციისათვის.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრალურ ნაწილში განთავსებული გამოსახულებების ერთობლიობა, რაც მოიცავს დედამიწის ნახევარსფეროს მოხაზულობაში განთავსებულ ქართულ ორნამენტებს, ყლორტს მწვანე ფოთლებით, ადამიანებისა და ცხოველის სილუეტს და წარწერას „Earth Day”. დატანილია, ასევე, წარწერები „5 ლარი“ და „2021“. წრიულ რკალზე გამოსახულია ქართული ორნამენტები და წარწერები „Georgia” და “საქართველო“.