|
"დავით აღმაშენებელი" საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა, სერიიდან "საქართველოს მეფეები"
110
ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 17 გრ დიამეტრი: 34 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი გამოშვების წელი: 2021 მოჭრის რაოდენობა: 3000 ცალი დიზაინერი: ნიტა გონგაძე ზარაფხანა: ლიეტუვის ზარაფხანა
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის ბარელიეფი გელათის მონასტრის ფრესკიდან (დავითს მარცხენა ხელში უპყრია გელათის მონასტრის მაკეტი, მარჯვენაში - „კაპა“ (საიმპერატორო ინსიგნია)). მონეტაზე, დატანილია წარწერა „დავით აღმაშენებელი“ და მისი მეფობის წლები „1089 – 1125“. მარცხენა ნაწილში გამოსახულია მუხის ფოთოლი ორი ნაყოფით - რკო, როგორც სიმბოლო დავით მეფის მიერ განხორციელებული საეკლესიო რეფორმისა, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დავით აღმაშენებლის გვირგვინის გამოსახულება (რეკონსტრუქცია გელათის მონასტრის ფრესკის მიხედვით) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, „2021“, „საქართველო“, „GEORGIA”.