მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თამარ მეფის ბარელიეფი ბეთანიის მონასტერში არსებული ფრესკიდან. ბარელიეფის მარცხენა მხარეს დატანილია თამარ მეფის ხელრთვა, ხოლო მარჯვენა მხარეს დატანილია წარწერა „თამარ მეფე“, მისი მეფობის პერიოდი „XII ს.“ და თამარის სიმბოლო, რომელიც მეფის სახელით გამოშვებული მონეტის ავერსზე იყო დატანილი, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს თამარ მეფის გვირგვინის გამოსახულება (რეკონსტრუქცია დავით-გარეჯის კომპლექსის, ბერთუბნის მონასტრის ფრესკის მიხედვით) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, „2021“, „საქართველო“, „GEORGIA”.