კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
კალათაში დამატება
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი - გრაგნილი, რომელზე „ძეგლის დადების“ დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა „გიორგი ბრწყინვალე“ და მისი მეფობის წლები „1299 – 1346“.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი“, ასევე, „საქართველო“, „2023“, „GEORGIA”, რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან.