|
საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა
67.86
ნომინალი: 10 ლარი წონა: 15.98 გრამი შემადგენლობა: AG 925 დიამეტრი: 28.4მმ ხარისხი: ფრუფი რაოდენობა: 1000ცალი გამოშვების წელი: 2000 მონეტის დიზაინერები: ემირ ბურჯანაძე,თინათინ თევზაძე
|
» დეტალურად
|
კალათში პროდუქციის მოთავსებიდან შეკვეთის დასასრულებლად გაქვთ 20 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კალათა ავტომატურად დაცარიელდება.
პროდუქტი არ არის გაყიდვაში
|
ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია არწივისა და ლომის ცნობილი XI საუკუნის ბარელიეფები სვეტიცხოვლის ტაძრიდან(როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები) მოცემულ კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი.კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა"საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი."
რევერსი: მონეტის რევერსის შუაგულში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "10" და წარწერა "ლარი", ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა "საქართველოს ეროვნული ბანკი 2000".მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფრვის წესით გასდევს წარწერა "GEORGIA"და TEN LARI" წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.მონეტა მოიჭრა ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანაში.