სიახლე 
2018-03-21 14:29:13
ეროვნული ბანკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ავერსი: მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სიმბოლოები - მოფრიალე დროშა და გერბი,  მონეტაზე დატანილია წარწერები: “ 26 მაისი“, „1918“, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „10 ₾“. 

 

რევერსი: აგებულია საქართველოს მოქმედი სახელმწიფო სიმბოლოების თემაზე. ძირითადი კომპოზიციაა მოფრიალე დროშები და საქართველოს სახელმწიფო გერბი. მონეტაზე დატანილია წარწერები: ,,საქართველო“, ,,10 ლარი“, “2018” და “GEORGIA ”.

 

ნომინალი: 10 ლარი

შემადგენლობა: Ag 925

წონა: 15.5 გ

დიამეტრი: 33 მმ

წიბო: გლუვი

ხარისხი: პრუფი

მოჭრის რაოდენობა: 1500 ცალი

გამოშვების წელი: 2018

დიზაიინის ავტორი: მამუკა გონგაძე

ზარაფხანა: ესპანეთის სამეფო ზარაფხანა

 

მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 15 მაისიდან დაიწყება და მისი შეძენა  შესაძლებელი იქნება როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებული ონლაინ მაღაზიის მეშვეობით. მონეტის სარეალიზაიციო ფასი 100 ლარია.