|
სიახლე
2018-05-14 12:33:24
15 მაისიდან დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მონეტის რეალიზაცია იწყება
შეგახსენებთ, რომ 15 მაისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტის რეალიზაციას იწყებს. იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება იყიდოს არაუმეტეს ორი მონეტისა. მონეტის შეძენისას გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სამუშაო საათებია: 10:00 - 17:00, შესვენება - 13:00-14:00). საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, მისამართი: ყვარელი, რუსთაველის ქ. 10. ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით (სამუშაო საათებია 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00). ინტერნეტ-მაღაზიის მეშვეობით https://www.moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=2
გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და გისურვებთ წარმატებებს!
|