|
სიახლე
2015-03-19 12:06:54
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 100 (1 უნცია), 300 (5 უნცია) და 1000 (10 უნცია) ლარის ნომინალის ოქროს საინვესტიციო მონეტები გამოუშვა.
ოქროს საწმისის გამოსახულებით შექმნილი ე.წ. საინვესტიციო მონეტები დამზადებულია უმაღლესი 999.9 9 სინჯის ოქროსაგან. მონეტების დამზადება ხდება პერიოდულად, მათზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, რა დროსაც მონეტის დიზაინში იცვლება მხოლოდ ემისიის წელი.
|