|
სიახლე
2018-08-29 15:23:58
ახალი მონეტის "ქართული წიგნი" რეალიზაცია 10 სექტემბრიდან დაიწყება
წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. საქართველოს ეროვნული ბანკი ეხმიანება ამ მნიშვნელოვან მოვლენას და მის აღსანიშნავად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა - "ქართული წიგნი" გამოუშვა. რევერსი: კომპოზიციას ერთად კრავს ზედა მარცხენა ნაწილში გამოსახული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაში საქართველოს მონაწილეობის ამსახველი ლოგო და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი "5", რომლის ქვედა ნაწილში ლარის სიმბოლოა "₾" დატანილი, ცენტრში კი - სტილიზებული ასოებით შესრულებული ეროვნული ვალუტის აღმნიშვნელი სიტყვა "ლარი". მონეტას წრიულად მარცხნიდან მარჯვნივ გასდევს წარწერა ლათინური ასოებით: "Georgia Made by Characters. Guest of Honour. Frankfurter Buchmesse 2018" ("ანბანით მოთხრობილი საქართველო, საპატიო სტუმარი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018").
|