|
სიახლე
2019-02-25 17:20:00
27 თბერვლიდან დაიწყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი მონეტის რეალიზაცია
1919 წლის მოწვევის დამფუძნებელი კრება იყო პირველი ქართული პარლამენტი, რომელიც შეიქმნა საქართველოს ისტორიაში პირველი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შედეგად. მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები, რაც სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად „5₾“, თარიღები „1919-2019“ და წარწერა „საქართველოს დამფუძნებელი კრება“. მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე დატანილია წარწერები „საქართველო“, „ხუთი ლარი“ და „Georgia”. მონეტის ტექნიკური მახასიათებლები: ნომინალი: 5 ლარი მონეტის რეალიზაცია მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან დაიწყება. სარეალიზაციო ფასი 75 ლარია. მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით. იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება იყიდოს არაუმეტეს ორი მონეტისა. მონეტის შეძენისას გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
|