სიახლე 
2021-03-12 17:00:00
ფულის მუზეუმმა განაახლა მუშაობა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა, ქვეყანაში კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით მოქმედი რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით განაახლა მუშაობა.
 
ფულის მუზეუმში ვიზიტისთვის, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ან ელ. ფოსტის მეშვეობით:
ტელ: +995 322 296 604
ელ. ფოსტა: info@moneymuseum.nbg.gov.ge
ფულის მუზეუმი მუშაობს ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შესვენება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე.