სიახლე 
2021-07-01 10:00:00
2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები

2021  წლის 1 ივლისიდან  მიმოქცევაშია 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით "2021", საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. ამასთან, ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.

2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა.