|
სიახლე
2021-12-10 11:40:07
დავით აღმაშენებლის ოქროს საკოლექციო მონეტის გაყიდვა 13 დეკემბერს დაიწყება
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს სერიის „საქართველოს მეფეები“ ფარგლებში ქართველი მეფეების თემებზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვებას და დავით აღმაშენებლის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია დაიწყება 2021 წლის 13 დეკემბრის 10:00 საათიდან.
მონეტების რეალიზაცია მოხდება შპს „ონლაინ თიქეთსის“ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge- ს მეშვეობით.
მონეტის სარეალიზაციო ფასია 1500 ლარი.
მონეტის მიწოდება მოხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ პირს მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე. შეკვეთის განთავსების შემდეგ მისამართისა და მიმღები პირის ცვლილება დაუშვებელია. მონეტის შეძენამდე, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ „შეთანხმებას მომხმარებელთან (TKT.GE-ზე მონეტის შეძენა)“ და "ხშირად დასმულ კითხვები (TKT.GE-ზე მონეტის შეძენა)
მონეტის შეძენის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: support@tkt.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 19 55 77;
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებისა და მონეტის მიწოდებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა info@moneymuseum.nbg.gov.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 406 406 ან 032 2 296 614;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
! გაითვალისწინეთ, რომ მოლოდინის რეჟიმში ყოფნის პერიოდში გვერდის განახლება („დარეფრეშება“) ან სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს მოლოდინის რეჟიმიდან გამოსვლას (რიგის დაკარგვას) და მომხმარებელი რიგში ხელახლა უნდა ჩადგეს.
! გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის განთავსების პროცესში მის დასრულებამდე გვერდის განახლება ან სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს შეკვეთის განთავსების პროცესის შეწყვეტას.
! გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთა მოგეწოდებათ მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და შეკვეთის ჩაბარება მოხდება, მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ პირზე.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ შეკვეთის დასტურის შესახებ მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე შეტყობინება არ მოსულა ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეკვეთა არ არის დადასტურებული.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთი მომხმარებლის მიერ მოხდება ერთზე მეტი მონეტის შეკვეთა ვებ-გვერდზე, ეროვნული ბანკი მოახდენს აღნიშნულის იდენტიფიცირებას და გააუქმებს ყოველ მომდევნო შეკვეთას მომხმარებლისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამ მიზეზით ეროვნული ბანკის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ მის მიერ გადახდილი უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებ-გვერდის მომსახურებისა და ტრანზაქციის საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
|