სიახლე 
2021-12-13 14:49:46
საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტების გაყიდვას სერიდან „საქართველოს მეფეები“
თამარ მეფის თემაზე შექმნილი  საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება. 
დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა კი 2021 წლის 15 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება. 
თამარ მეფის თემაზე შექმნილი  საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის  მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 16 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის - www.tkt.ge -ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.


შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი -   2022 წლის იანვრის თვის განმავლობაში.

მონეტის მიწოდება მოხდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდება მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ პირს მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე. შეკვეთის განთავსების შემდეგ მისამართისა და მიმღები პირის ცვლილება დაუშვებელია.


მონეტის შეძენის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით:
ელ. ფოსტა: support@tkt.ge 
ტელეფონის ნომერი:  032 2 19 55 77;
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებისა და მონეტის მიწოდებასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა info@moneymuseum.nbg.gov.ge
ტელეფონის ნომერი: 032 2 406 406 ან 032 2 296 614;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ:
  • მონეტების გაყიდვების დაწყებისთანავე გააქტიურდება მოლოდინის რეჟიმი ე.წ. „ონლაინ რიგი“; მოლოდინის რეჟიმში მყოფი მომხმარებელი მიიღებს ინფორმაცის რიგში მის წინ მომლოდინე მომხმარებლის რაოდენობისა და ყიდვის პროცესზე გადასვლის სავარაუდო დროის შესახებ.
! გაითვალისწინეთ, რომ მოლოდინის რეჟიმში ყოფნის პერიოდში გვერდის განახლება („დარეფრეშება“) ან სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს მოლოდინის რეჟიმიდან გამოსვლას (რიგის დაკარგვას) და მომხმარებელი რიგში ხელახლა უნდა ჩადგეს.
! გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის განთავსების პროცესში მის დასრულებამდე გვერდის განახლება ან სხვა გვერდზე გადასვლა გამოიწვევს შეკვეთის განთავსების პროცესის შეწყვეტას.
  • შეტყობინებას, თქვენი რიგის მოსვლისა და ყიდვის პროცესის დაწყების შესახებ მიიღებთ ხმოვანი სიგნალის საშუალებით, რაც იმის მანიშნებელია, რომ რამდენიმე წამში დაიწყება ყიდვის პროცესი;
  • მომხმარებელმა შესაბამისი ეტაპების მიხედვით უნდა განათავსოს შეკვეთა ვებ გვერდზე და ამასთან ერთად შეავსოს შესაბამისი ველები. კერძოდ: მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ზუსტი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
! გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთა მოგეწოდებათ მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ მისამართზე და შეკვეთის ჩაბარება მოხდება, მხოლოდ შეკვეთაში მითითებულ პირზე.
  • მომხმარებელი შესაბამისი წესებისა და პირობების თანახმად, ვებ-გვერდზე ახდენს ანგარიშსწორებას ნებისმიერი VISA / MasterCard / Amex ტიპის ბარათის მეშვეობით. ვებ-გვერდზე მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა მოიცავს შეძენილი პროდუქციის ღირებულებას, მისი გადაზიდვისა და დაზღვევის საფასურს. ამასთანავე, მომხმარებელი,  დამატებით იხდის ვებ-გვერდის მომსახურებისა (მონეტის საეალიზაციო ფასის 3%) და ტრანზაქციის საკომისიოს (მონეტის სარეალიზაციო ფასის 2%), აღნიშნული საკომისიოები წარმოადგენს უშუალოდ ვებ-გვერდის მომსახურებასა და ელექტრონულ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ თანხებს და  კავშირი არ აქვს ეროვნულ ბანკთან.
  • შეკვეთის თანხის გადახდის შემდეგ, შეკვეთის განთავსებისას თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე, მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით,  მიღებული ინფორმაცია ნიშნავს შეკვეთის დასტურს.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ შეკვეთის დასტურის შესახებ მითითებულ ელ. ფოსტასა და საკონტაქტო ნომერზე შეტყობინება არ მოსულა ეს ნიშნავს, რომ თქვენი შეკვეთა არ არის დადასტურებული.
  • იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა,  ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით,  მონეტის  რეალიზაციის დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება შეიძინოს ერთი ცალი მონეტა.
! გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთი მომხმარებლის მიერ მოხდება ერთზე მეტი მონეტის შეკვეთა ვებ-გვერდზე, ეროვნული ბანკი მოახდენს აღნიშნულის იდენტიფიცირებას და გააუქმებს ყოველ მომდევნო შეკვეთას მომხმარებლისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე. ამ მიზეზით ეროვნული ბანკის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება მხოლოდ მის მიერ გადახდილი უშუალოდ მონეტის, გადაზიდვისა და დაზღვევის საფასური. ვებ-გვერდის მომსახურებისა და ტრანზაქციის  საკომისიო უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.