ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ დღეიდან, 25 ნოემბრიდან, ამოქმედდა ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით შეძენილი პროდუქციის გადაზიდვის განახლებული პირობები, კერძოდ:
- შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ აღარ მოხდება კოდური სიტყვის მითითება;
- შეკვეთის განთავსებისას მომხმარებლის მიერ აღარ მოხდება დამატებითი მიმღები პირის შესახებ ინფორმაციის მითითება. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ დახვდება გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს შეკვეთაში მითითებულ მისამართზე, გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ პროდუქციის ჩაბარება შესაძლებელი იქნება, მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, იმავე მისამართზე მყოფი სხვა პირისათვის, რომელმაც აუცილებელი წესით უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მომხმარებლის მიერ პროდუქციის ჩაბარების ხელმოწერით დადასტურება მოხდება გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ ელექტრონული ხელმოწერის დაფაზე.