|
სიახლე
2023-02-28 10:17:22
საქართველოს ეროვნული ბანკი ვახტანგ გორგასლის თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაციას იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან იწყებს მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტების ეტაპობრივად გაყიდვას. მონეტის ფასი 90 ლარია და მათი შეძენა საქართველოს ეროვნულ ბანკში შემდეგი პირობებით იქნება შესაძლებელი: - 2023 წლის 28 თებერვლიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384 - 2023 წლის 10 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი ვერცხლის მონეტების შეძენა, ასევე, შესაძლებელი იქნება: o საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00); o საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00) საკასო ცენტრისა და ფულის მუზეუმის სალაროებში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელია დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით. მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ წინასწარ შეკვეთილი მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში. - 2023 წლის 20 მარტიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ფულის მუზეუმის სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის. |