სიახლე 
2023-03-20 13:03:00
დაიწყო მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია

დაიწყო მეფე ვახტანგ გორგასლის თემაზე 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტების რეალიზაცია თავისუფალ რეჟიმში. მონეტის  ფასი 90  ლარია და მისი შეძენა შესაძლებელია:

o   საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);

o   საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);

o   
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით - https://moneymuseum.nbg.gov.ge

 

თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.