სიახლე 
2023-04-10 09:55:32
დაიწყო გიორგი ბრწყინვალეს თემაზე ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია

დაიწყო გიორგი ბრწყინვალეს თემაზე 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია თავისუფალ რეჟიმში.

ოქროს მონეტის  ფასი 1370  ლარია, ხოლო ვერცხლის - 88 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელია:

o   საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);

o   საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10 ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00);

o   
საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით - https://moneymuseum.nbg.gov.ge

 

თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.